გაზრდილი მგზავრთანკადის მომსახურების მიზნით  დამატებითი მატარებელი ინიშნება

გაზრდილი მგზავრთანკადის მომსახურების მიზნით  დამატებითი მატარებელი ინიშნება

გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით, 8 სექტემბერს „საქართველოს რკინიგზა“   თბილისიდან და  ბათუმიდან ორივე  მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს.

მატარებელი  იმოძრავებს  შემდეგი განრიგით:

08/09/2019    თბილისი - ბათუმი -  თბილისი   №888/887

გასვლა- თბილისი     ჩასვლა-ბათუმი      გამოსვლა-ბათუმი    ჩამოსვლა- თბილისი

09:05         14 :42        18:30         00:07

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!