7 სექტემბერს „Black Sea Arena“ -ს   მიმართულებით  დამატებითი მატარებელი ინიშნება

7 სექტემბერს „Black Sea Arena“ -ს   მიმართულებით  დამატებითი მატარებელი ინიშნება

7 სექტემბერს, ფოლკლორის  საერთაშორისო ფესტივალზე  დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება. 


 მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:


07/ 09/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883


გასვლა- თბილისი       ჩასვლა-Black Sea Arena      ჩასვლა-ბათუმი        გამოსვლა-ბათუმი      გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი


12:40       17:25       18:23       23:50       0:38 5:15


ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 7 სექტემბერს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 8 სექტემბერს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.


ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.


“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!