როინ შავაძის საქმე (video)

როინ შავაძის საქმე (video)

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები. ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანების ვინაობას ასახელებს და ახალ პროკურორს მყისიერ რეაგირებას სთხოვს. შავაძის ოჯახის ადვოკატი აჭარის პროკურორის,კუდისა და პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებს ბათუმელი ჯარისკაცის საქმის გამოუძიებლობასა და მკვლელობაში ადანაშაულებს; ბათუმელი სერჟანტი 2008 წლის ომიდან დაბრუნებული რამდენიმე დღეში ბათუმში ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ოფიციალური ვერსია ასეთია-კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს ბადრაგირებისას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევის მცდელობა ჰქონდა; რის გამოც მისი ლიკვიდაცია მოხდა. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს. გამოძიება როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა ადვოკატს ოთხი წელია საქმის მასალებს არ აცნობენ;