ხვალ, დილას დიდი მოცულობის ინფორმაციას გაიგებთ

ხვალ, დილას დიდი მოცულობის ინფორმაციას გაიგებთ

უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშრებით ხვალ პრემიერი მამუკა ბახტაზე განცხადებას გააკეთებს:

„ხვალ, დილას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ - შესაბამის განცხადებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გააკეთებს.

კითხვაზე, დატოვებს თუ არა ბახტაძე თანამდებობას, ვოლსკი პასუხობს:

“გარდა ამისა, არსებობს კოლეგიალობის სტანდარტი, რაც წინ გადახტომას არ ითვალისწინებს. დღეს ამ საკითხების განხილვა დავიწყეთ და სამშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვას დავამთავრებთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.