დაიღალა ხალხი მხოლოდ ფულის კეთებაზე გადასული კლინიკებით, რატომ არ იხსნება ე.წ.

დაიღალა ხალხი მხოლოდ ფულის კეთებაზე გადასული კლინიკებით, რატომ არ იხსნება ე.წ. "საგიჟეთები"

ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს ფსიქიატრიული კლინიკების არარსებობაზე წერს. ის მთავრობისგან მეტ ყურადღებას ითხოვს.

„პრაიმტაიმი" ივერის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„კომუნისტების დროს უამრავი ფსიქიატრიული საავადმყოფოები იყო გახსნილი და....დღეს რა ხდება? კარგი ცხოვრებაა, კარგი მთავრობა გვყავს და ფსიქიურად გიჟები აღარ არიან თუ რა ხდება? სად არის ფსიქიატრიული საავადმყოფოები? დაიღალა ხალხი სოკოებივით მომრავლებული, მხოლოდ ფულის კეთებაზე გადასული ამ კერძო კლინიკებით. რატომ არ იხსნება ე.წ. „საგიჟეთები? იქნებ იქ მოსათავსებელი დღეს იმაზე მეტია, ვიდრე კომუნისტების დროს?

რატომ უნდა იყოს ქვეყნის ფლაგმანი ტელევიზიის წინ მუდამ ბუნკერებში მოფუსფუსე „წვერებიანი ქალი ან თუნდაც არაყიშვილი/ფალიაშვილის კვეთაში შუქნიშანთან მდგომი ხელებისმქნეველი ქალი და კიდევ მრავალი ასეთი ბედის ანაბარა მთავრობისგან მიგდებული? თუ აუცილებლად აგრესიულები უნდა იყვნენ? ან უმკურნალონ ან მოათავსონ ფსიქიატრიულში, რადგან თვით ყველაზე „უწყინარი შეურაცხადიც კი...უცებ რა წუთში რა გააღიზიანებს და რა მოქმედებას ჩაიდენს არავინ იცის" - წერს თამარ ივერი.

სოციალისტი ფლაგმანი ტელევიზია რომელია ქალბატონო თამარ?!
5 წლის უკან
Katana . სადა აქვს სახელმწიფოს იმდენი ფული და სამშენებლო მასალა, ყველას სამყოფი ფსიქიატრიული კლინიკები რომ ააშენოს! :)
5 წლის უკან