„ამ ინფორმაციის მჯერა და დიდი ხანია ველოდები. ივანიშვილი ხალხს იწვევს, რადგან ძალიან კარგად დაინახა საზოგადოების განწყობა 20 ივნისის შემდეგ, მაგრამ მაინც ასეთ გადაწყვტილებას იღებს. ეს ასე არ დამთავრდება, ასეთი თავხედობა არავის შერჩება, ხალხი ქუჩაში გამოვა და პერმანენტული აქციები დაიწყება“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოქმედი შს მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო დანიშვნას.
ჩარკვიანის შეფასებით, 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ გახარიას პრემიერად დანიშვნა საზოგადოებისათვის ნამდვილი გამოწვევა იქნება.
„ამ ინფორმაციის მჯერა, რადგან დიდი ხანია ველოდები. ეს კაცი ბორკილებდადებულია თავისი პატრონის, პუტინის მიერ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, რაც უბრძანეს - იმას ასრულებს.
„ზოგჯერ მგონია, რომ თვითონ უნდა წასვლა, ისეთ რამეებს აკეთებს. რადგან 20 ივნისის შემდეგ ძალიან კარგად დაინახა ხალხის განწყობა. ივანიშვილი ხალხს იწვევს, მაგრამ ეს ასე არ დამთავრდება, არავის არ შერჩება ეს თავხედობა. ხალხი ქუჩაში გამოვა და პერმანენტული აქიები დაიწყება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.
რაც შეეხება კადრებს (როგორც საბჭოთა პერიოდში ამბობდნენ), გვახსოვს, პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა ბიძინამ - ადამიანების ცნობა არ მეშლებაო!..
ძალიან მოკლე ხანში კაირკვა, რომ მისი ყველაზე სუსტი მხარე ადამიანების ცნობა ყოფილა სწორედ!
ხოლო სახელმწიფოს მართვა რომ იგივე არ არის, რაც ბიზნე-კომპანიის მართვა, ამ აღმოჩენის სიამოვნება ჯერ კიდევ წინაა აქვს, მე მგონი. (დეპუტატი ჩუქჩა ხომ გახსოვთ, სკკპ ყრილობიდან დაბრუნებული რომ უყვება თავისიანებს: აკაზივაეტსია, ლენინ - ცელავეკა!.. ა პარტია სავსემ ნე ცელავეკა!..)