სამთავრობო ცვლილებების საკითხზე მსჯელობისთვის მმართველი გუნდი დღეს უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება

სამთავრობო ცვლილებების საკითხზე მსჯელობისთვის მმართველი გუნდი დღეს უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება

1-ელ სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე, მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატები სწორედ 1-ელი სექტემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ელოდებიან დაზუსტებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. შესაბამისად, სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, სექტემბერში მოქმედი პრემიერ-მინისტრი მივა პარლამენტში საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით თუ პარლამენტის დღის წესრიგში ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

სოციალისტი ყველაფერში უწესრიგოები და უსისტემოები ხართ, თანაც აბდლები! დღეს კვირაა, კვირა! ხვალ ორშაბათს დილიდან ყანაში მიდიხართ ტეხა-კრეფაზე და არ გცალიათ ეს რაღაც სხდომა რომ ჩაატაროთ?! თუ გინდათ გვაჩვენოთ, რომ ასე თავდადებული მუშაობთ დღე და ღამე, კვირა თქვენთვის არ არის და მალდივის კუნძულები?!
5 წლის უკან