ცვლილება

ცვლილება "რუსთავი 2"-ზე: ნატა ნიჟარაძე ტელეკომპანიაში წამყვანად ბრუნდება

"რუსთავი 2"-ის სახე კრიზისების მართვის საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია ნიჟარაძე იქნება.იგი არხზე ერთ-ერთ გადაცემას წაიყვანს.

"ნიუპოსტი" ნატალია ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც პაატა სალიასთან მოლაპარაკებები დაადასტურა და აღნიშნა, რომ ახალი მენეჯმენტრის სურვილია "რუსთავი 2"-ში არხის ძველი სახეები დააბრუნოს.

"პაატა სალიასთან შეხვედრა მქონდა, თუმცა თოქ-შოუზე საუბარი არ ყოფილა. ჯერ მხოლოდ ზედაპირულად ვისაუბრეთ თემებზე. საუბარია ძველი "რუსთავი 2"-ის სახეების არხზე დაბრუნებაზე. ჩემთან იყო პირველი შეხვედრა. იმედია, მომავალი შეხვედრაც იქნება. ვიცი, რომ ძველი რუსთავიორელები აპირებენ დაბრუნებას"- განაცხადა ნიჟარაძემ.

ცნობილია, რომ ნატალია ნიჟარაძე "რუსთავი 2"-ში წლების განმავლობაში მუშაობდა. ის ასევე იყო "ტვ. იმედის" თანამშრომელიც.

სოციალისტი რა ძველი სახეები დააბრუნოს, რას ბოდავთ?! ძველი სახეები იყვნენ მაქ, გვარამია---ენდ გაბუნია! ძვლის მოშორდნენ! თუ მაინცა და მაინც გინდათ ხალხმა დაგამხოთ 91-92 ში ზვიადი რომ დავამხეთ ისე?!
5 წლის უკან
სოციალისტი ჩვენ ქართველ ხალხს თქვენი დემოკრატიულობანას თამაში და კურტუმის ქნევა დასავლელი იმპერიალისტებისადმი ყელში გვაქვს ამოსული! გადაშენდით თქვენი ტელევიზიებიან, სიტყვის თავისუფლება-დემოკრატიიანად, წადით, მოგვშორდით! ჩვენ საწარმოები გვინდა, სამუშაო, ხელფასი....! დახურეთ ეს ყველა ტელევიზია, ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვეთ და ერთი სპორტული არხი ცალკე! მორჩა, დაამთავრეთ! ვახ ესენი საიდან გამოიჩეკნენ ეს უნამუსოები?!
5 წლის უკან