პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება

პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება

მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება, რომელიც აღნიშნულ უწყებას რამდენიმე წლის წინაც ხელმძღვანელობდა.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება ოფიციალურად სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაკეთდება.

სოციალისტი მე არ ვიცავ, მაგრამ გვითხრან რას ემართლებიან მამუკა ბახტაძეს,გამოცვლის მიზეზი დაგვისახელონ?! ამას წინად წავიკთხე, ეკონომიური ზრდის მაჩვენებელი ივლისში 6,1% არისო! იმ 20 ივნისის ნაციონალების პროვოკაციის შემდეგ კიდევ ასეთი მაჩვენებელი თუ იყო რაღას ემართლებიან ამ ამ ახალგაზრდა კაცს?! ან დანიშვნა რა იყო, ან მოხსნა რაღაა?!
5 წლის უკან