ელენე ხოშტარიას პირველი კომენტარი, პარტიიდან მის შესაძლო წასვლაზე

ელენე ხოშტარიას პირველი კომენტარი, პარტიიდან მის შესაძლო წასვლაზე

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხორტარია, პარტიიდან მის შესაძლო წასვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

დეპუტატის, ელენე ხოშტარიას თქმით, ამჟამად ის პარტია "ევროპული საქართველოს" წევრად რჩება.

"ახლა ვარ "ევროპულ საქართველოში". ვეხმარები იმ მთავარ პროცესს, რაც ხდება პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე "სირცხვილის" თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ რა თქმა უნდა ვეტყვი პრესას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ „იმედთან".

გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარიამ შესაძლოა, პარტია ,,ევროპული საქართველოც" დატოვოს და ახალგაზრდულ მოძრაობას ჩაუდგეს სათავეში.

„ქრონიკის" ინფორმაციით, ელენე ხოშტარია თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეხვდა.

„ქრონიკა" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კეზერაშვილი ხოშტარიას ლონდონში შეხვდა. დეპუტატი ადასტურებს, რომ მეგობარს ხშირად ხვდება, მაგრამ არა ინგლისში.

amo მითხარი ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარო, ჰოდა მაგას გინდ ინგლისში შეხვდი და გინდა სამეგრელოში.
5 წლის უკან
Katana გამიორმაგდა ხოშტარიას მიმართ პატივისცემა, რაც გავიგე, რომ კეზერაშვილის მეგობარია! :))
5 წლის უკან
Katana . არადა, მამამისი ზვიადის ხელისუფლებაში პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო...
5 წლის უკან