გია გაბრიჭიძე:  „ნაძირლებს - კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“

გია გაბრიჭიძე:  „ნაძირლებს - კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“

ძალიან მოკლედ სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე :

ის რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლებამ“ სცადა, იყო პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც სავარაუდოდ ასეთი სცენარით უნდა გაგრძელებულიყო - ატყდებოდა ბაღაშვილის ქოშინი, გაფრინდაშვილის თაღლითური შეკითხვები სხვადასხვა „რესპოდენტთან“, რომლებიც მელაძის გაწელილი ხმოვნებით შეიფუთებოდა. ატყდებოდა აჟიოტაჟი, უკანალის ჩვენებით „მებრძოლი“ ხალხი ეცდებოდნენ დაძრულიყვნენ ესკალაციის ადგილისკენ, რაც პოლიციას და ხელისუფლებას დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა, ამას მოჰყვებოდა ე.წ. „სამოქალაქო სექტორის“ „რაპორტები“ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში „გამოხატვის უფლებისა“ და „თავისუფლების“ შეზღუდვაზე. ხელისუფლება მოჰყვებოდა ამ წნეხის ქვეშ და ზოგიერთი წარმომადგენელი რაღაც სულელურ ფრაზებს გამოსტყორცნიდა, რომლებსაც „თავისუფალი“ მედია და ე.წ. „ოპოზიციური“ სპექტრი აიტაცებდა.

საბოლოო შედეგი კი კაცმა არ იცის რა დადგებოდა.

საბედნიეროდ პროვოკატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ მეხუთე კოლონას საინფორმაციო ღრუ უკვე დახშული აქვთ. ვერ გაითვალისწინეს, რომ ხელისუფლება იმოქმედებდა ისე, როგორც უნდა ემოქმედა. საერთაშორისო ორგანიზაციების სწორმა ინფორმირებამ და მათგან მყისიერმა და მკვეთრმა რეაქციამ, რუსეთის ფაქტორი სრულად გამორიცხა. რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ რბილად რომ ვთქვა, ნაძირლებს - კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ