"ლოგიკურად უნდა გამოვრიცხოთ რომ გახარია გახდება პრემიერი. ლოგიკურად ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება. მითუმეტეს მმართველი ძალის ფარგლებში. ამიტომაც უნდა დავუშვათ მისი გაპრემიერება", - ამის შესახებ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელიამ აკეთებს.
„თუკი მოხდა ასეთი რამ, ეს იქნება გამოწვევა საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის, რომელიც აპროტესტებს გიორგი გახარიას შს სამინისტროს შენობაში ყოფნას. ამ ბატონს თუ დააწინაურებენ, მე ვფიქრობ, დიდი დღე არ უწერია არც ბიძინა ივანიშვილს და არც გიორგი გახარიას", - განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველთან".
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ჩაანაცვლებს.