„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხორშტარია პარტის ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუპოსტი" ავრცებს.
"ნიუპოსტის" წყაროს ინფორმაციით, ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება პარტიაში დიდი ხნის წინ დაწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა.
როგორც ცნობილია, ხოშტარია ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად სამეგრელოში იმყოფება და ისე აწარმოებს მოსახლეობაში პიარ კამპანიას, "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები საქმის კურსშიც არ იყვნენ.
ელენე ხოშტარიას ვიზიტი თანაგუნდელებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, როცა დეპუტატმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.
"ნიუპოსტს" კულუარულად ეს ინფორმაცია დაუდასტურეს, თუმცა უცნობია როდის გააკეთებს ღია განცხადებას ელენე ხოშტარია.