ჟურნალისტი რამილია ალიევა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თბილისში რომ ჩამოვედი ერთი დაბნეული აზერი გოგო ვიყავი, უცნაური სახელით. ქართულად სამი სიტყვა ვიცოდი - გამარჯობა, მადლობა და თავისუფლება.
ტრანსპორტში რომ ვიჭექი გულში ვიმეორებდი გამიჩერეთ, გამიჩერეთ, გამიჩერეთ. ეს სიტყვა რომ არ დამავიწყდეს დროულად ვთვქა და ჩემს გაჩერებაზე ჩავიდე. ერთხელ იმდენად მრცხვენოდა ამ სიტყვის არასწორად თქმის რომ ბოლო გაჩერებამდე მივყევი მარშრუტკას.
მაღაზიაში პურის საყიდლად რომ შევდიოდი პური მინდა კი არა ფური მინდა ვამბობდი, აზერბაიჯანულში ერთი "ფ" არის და "პ" ჩემთვის ძალიან უცხო იყო. "ჭ" და "ჯ" მეშლებოდა სულ, ვურეკავდი დედაჩემს დედა ამ სიტყვაში J ბაფთით არის თუ ჯოხით. სხვათაშორის დღესაც როცა ვწერ "ჭ" და "ჯ"ს განსაკუთრებულად ვამოწმებ.
შემეძლო ჩემს ქალაქად ბაქო ამერჩია, ან სტამბოლი. შეგნებულად, გონებით და გულით ჩემს ქალაქად თბილისი ავარჩიე. ვიცოდი რომ ძალიან რთული იქნებოდა, იმიტომ რომ განსხვავებული სახელი და გვარი, განსხვავებული კულტურა, ტრადიციები მქონდა, განსხვავებული ვიყავი. რა თქმა უნდა ყველაფერი იდეალური ვერ იქნება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გარშემო. ყველა ადამიანისგანაც ზემაღალი ღირებულებების მოლოდინი აბსურდია.
როცა სტერეოტიპების, კლიშეების დამსხვრევა გინდა და ტაბუდადებული თემებზე საუბარი არ უნდა გეშინოდეს რომ ვიღაცა გატკენს, ვიღაცა დაგაბულინგებს. არც უნდა დაიბოღმო ადამიანებზე რომლებსაც რაღაცეები ისე არ ესმის თუნდაც როგორც შენ, უნდა შეეცადო აუხსნა. მე მაგალითად როცა აზერბაიჯანელებზე ამბობდნენ, ან ამბობენ თათარი მშვიდად ვამბობ ხოლმე, ესეთი მიმართვა აზერბაიჯანელებს სწყინთ და შეურაცხყოფად იღებენ, ამის შემდგონ უკვე იმ პიროვნების შინაგანი კულტურის თემაა რას იზავს შემდგომში. კი არ იყო ადვილი და დღესაც არ არის ადვილი იყო ქალი, განსხვავებული კულტურის მატარებელი, მუსლიმი და ისეთი რომელსაც უნდა იცხოვროს თავისთვის და არა მეზობლებისთვის. თუმცა ნოვრუზ ბაირამზე ჩემს მეზობლებს აზერბაიჯანულ ტკბილეულს ვუნაწილებ <3
ამ სტატუს იმიტომ არ ვწერ რომ, დამიგულოთ ან და დამიკომენტაროთ რა მაგარი გოგო ხარ. მაგრამ აქვე ვიტყვი იმასაც რომ თქვენი ყველასი ერთად აღებული სიყვარული და სითბო მახარებს და მაბედნიერებს. ეს სტატუსი იმიტომ დავწერე რომ, საზოგადოებრივ მაუწყებელში ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს "ქართული ენის ტელე ოლიმპიადას არაქართულენოვანი სკოლებისთვის". ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 220 არაქართულენოვან სკოლაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქე აზერბაიჯანელი, სომეხი და უამრავი სხვა ეროვნების მოსწავლისთვის გვექნება ქართული ენის ზეიმი. ამისთვის მადლობა პირველი არხი და US Embassy Tbilisi, Georgia
პ.ს. სექტემბრიდან გამარჯობას ნაშუადღევს / Nashuadgevs -ის ეთერიდან გეტყვით და იმედი მაქვს ჩემი ქართული აზერბაიჯანული აქცენტით ძალიან არ მოგაწყენთ. მიყვარხართ