„აზრის გამოხატვის საშუალება ყველას აქვს" - ასე ეხმაურება „პრაიმტაიმთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველი, გიორგი მამალაძის ძმის განცხადებას.
მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სექტემბერში თორნიკე მამალაძე „მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი ეპისკოპოსების მხილებას" გეგმავს,.
„აზრის გამოთქმის საშუალება ყველა ადამიანს აქვს. მანაც გამოთქვა თავისი აზრი საკითხთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. ან თქვას ვინ ემუქრება, ან რატომ" - განუცხადა „პრაიმტაიმს" მამა მიქაელ ბოტკოველმა.
ცოტა ხნის წინ, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ეპისკოპოსთან ჰქონდა შეხვედრა, რომელიც დაემუქრა.
შეგახსენებთ, „უმაღლესი სასულიერო პირის მკვლელობის მომზადება" - ამ ბრალდებით 2017წლის 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასულიერო პირი და საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. ის სხვა სასულიერო პირების დელეგაციასთან ერთად გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, 2 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ჩავიდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მამალაძის ბარგში სამართალდამცველებმა მომწამვლელი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი" იპოვეს, რომელიც მაშინდელი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, უმაღლესი სასულიერო პირს მკვლელობისთვის სჭირდებოდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
თორნიკე მამალაძემ ჯერ ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა, ახლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. არც ერთმა პრეზიდენტმა მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას ხელი არ მოაწერა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მამალაძე არ შეიწყალა, ოჯახმა აქციები დააანონსა