ოთარ ანგურიძე:   ჩვენს ქვეყანას 20  ივნისის  მოვლენების  გამო ზიანი რომ არ მიეღო, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი გვექნებოდა

ოთარ ანგურიძე: ჩვენს ქვეყანას 20 ივნისის მოვლენების გამო ზიანი რომ არ მიეღო, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი გვექნებოდა

„ჩვენს ქვეყანას 20 ივნისის მოვლენების გამო ზიანი რომ არ მიეღო, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი გვექნებოდა“, - ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

ივლისის თვის ეკონომიკურმა ზრდამ წინასწარი შეფასებით 6.1 პროცენტი შეადგინა. ეს მონაცემი აშკარად პოზიტიურია, მაგრამ შესაძლებელი იყო, გაცილებით მეტი ყოფილიყო.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელშიც ამ დინამიკის მიღწევა გახდა შესაძლებელი. 20 ივნისის მოვლენებმა და პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციის მცდელობამ, ბუნებრივია ეკონომიკის რამდენიმე სფეროს სერიოზული ზიანი მიაყენა, ტურიზმის სექტორმა ეკონომიკაში 58 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი შეიტანა!

რუსეთიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების შეჩერებამ მნიშვნელოვანდ შეამცირა მგზავრთაკადი. საქართველოდან რუსეთში, ივლისში, ღვინის ექსპორტი 27%-ით შემცირდა.

წელს, კახეთში ყურძენის უხვ მოსავალს ელოდებიან და ამ ფონზე, ბაზარზე ნეგატიური მოლოდინების შექმნა პირდაპირ გლეხებისა და მწარმოებლების შემოსავალზე აისახება.

დღეს უკვე სკოლის მოსწავლემაც კი იცის, რომ ყველა ნეგატიური მოლოდინი საბოლოო ჯამში ლარის კურსზე აისახება და მასში კონვერტირება.

დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვეენებლი დასტურია, რომ ეკონომიკა ფუნდამენტურად სწორად ვითარდება. შესაბამისად ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ საკუთარი ემოციებით და არა რაციონალური მიდგომებით ვაზიანებთ ჩვენსავე მოქალაქეებს და ქვეყანას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენს ქვეყანას ზემოთ ჩამოთვლილი ზიანი რომ არ მიეღო, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი გვექნებოდა. „რაც მოგივა დავითაოს" - ანდაზიდან ვერ გამოვედით უკვე მერამდენე წელია!