„საგუშაგო რჩება”

„საგუშაგო რჩება”

ანტისაოკუპაცია მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ეხმაურება ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენებს.

"დაისვა შეკითხვები საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მართალი გითხრათ, არგუმენტებუი იმისა, რატომ არ უნდა იყოს აქ საგუშაგო, ვერ მოვისმინე, ამიტომ საგუშაგო დარჩება იქ, სადაც არის, მომავალ კვირას კი შევხვდებით ერგნეთში და გავაგრძელებთ დიალოგს" - შს მინისტრის მოადგილე ბოცვაძე

საგუშაგო რჩება! ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია მიმდინარე ეტაპზე, შემდეგ შეხვედრამდე შედარებით დავმშვიდდეთ, მომავალ შეხვედრამდე საგუშაგოს საფრთხე არ ემუქრება. ძალა ერთობაშია!", - წერს ქაცარავა