ევროკავშირის მისიის განცხადება უხერხემლო და არაფრისმომცემია - რუსეთს უნდა დაუფიქსირონ, რომ ძალისმიერი ქმედება იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება - ამის შესახებ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
“მოგმართავთ მეგობრებო, კოლეგებო, ექსპერტული წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებო, აქტივისტებო: გავავრცელოთ ერთობლივი მიმართვა საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო მისიების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის და ევროკავშირის მისამართით, რომ ხმა აიმაღლონ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუშინდელი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, იყო უკბილო და უხერხემლო და არაფრისმომცემი. საერთაშორისო საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუფიქსიროს რუსეთს, რომ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება განხორციელებული ქართული საგუშაგოს მიმართულებით იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და განხორციელდება შესაბამისი სანქციები. ჩვენ კი ღიად და მკაფიოდ დავუფიქსიროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტიორებს, რომ ამ ვითარებაში საქართველოს დატოვება ევროკავშირის მისიის მსგავსი არაფრისმთქმელი განცხადებების ამარა, ჩვენი მხრიდან აღიქმება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაწირვა. დღეს ჩვენი ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს ყველამ უნდა დაინახოს“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მილიონჯერ გითხრეს, თქვენ თვითონ მორიგდით ოკუპანტთან, ნუ იქნებით ჩვენს იმედზეო. - არაო, არაფერზე არ დაველაპარაკებით, სანამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ წაეთრევაო.
ჰოდა... თუ რამე -- ელოდეთ პლასტმასის ბოთლებში დაფასოებულ წყალს და პამპერსებს!
არადა თუნდაც ერთი--ორი პავიდლოს ქარხანა გაეხსნათ იმ ფულით, (ჯანდაბას დანარჩენი შეეჭამათ ) ის უფრო მეტ პროდასავლურ საქმეს გაააკეთებდა ვიდრე ამ ასოებზე დარიგებული გრანტები(1.5მლნ)
მით უმეტეს რომ კარგად იცის---- ეს რუსი ამ ყველაფერერს ამ დასავლეთის ჯინაზე რომ გვიკეთებს
და რაც უფრო დიდხან არ დაველაპარაკებით, ეს რუსი მით უფრო უარესს იზამს.....
აგერ თქვენ და აგერ რუსი...ნახავთ(ან საერთოდ-- რუსი ეხლა გაიცანიით??)
იძახეთ მერე ოკუპანტოო (კი ბატონო არის !!!)..........................შველიიისს მერე ეგ ძახილი საქმეეეეს ?
პირიქით---- მოდის და მოდის აქეთ....
მეგობრები კიდევ პამპერს პამპერსზე გამოგვიგზავნიან...თან გვეტყვიან მაგრად დადექით, პამპერსებს არ მოგაკლებთო