კამპანიას

კამპანიას "გაატარე ზაფხული საქართველოში"ცნობილი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი შეუერთდა

ცნობილი ფრანგი მწერალი ფედერიკ ბეგბედერი საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს და ჩაერთო ახალ კამპანიაში, რომელიც #Spendyoursummeringeorgia-ს გაგრძელებაა. ამ კამპანიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში, რომელშიც თითქმის 283 ათასამდე ადამიანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურისტებსა და სოცქსელების მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ 1 სექტემბრიდან გამოიყენონ ახალი ჰეშთეგი #SpendYourAutumninGeorgia და #Spend4SeasonsinGeorgia.

შეგახსენებთ, 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა მაშინ მოიხსნება, როდესაც საქართველოში ვითარების ნორმალიზება მოხდება. ამის შემდეგ კამპანიის #spendyoursummeringeorgia დაიწყო, რომლის მიზანი ტურისტების მოზიდვაა.