“რუსთავი 2”-იდან წამოსულ ჟურნალისტებს არხზე დაბრუნების სანაცვლოდ ხუთნიშნა ხელფასს სთავაზობენ

“რუსთავი 2”-იდან წამოსულ ჟურნალისტებს არხზე დაბრუნების სანაცვლოდ ხუთნიშნა ხელფასს სთავაზობენ"

“რუსთავი 2”-იდან წამოსულ ჟურნალისტებს ურეკავენ და არხზე დაბრუნების სანაცვლოდ ხუთნიშნა ხელფასს სთავაზობენ - ეს განცხადება "რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ "ტვ პირველის" ეთერში  გააკეთა.

მისი თქმით დღეს გვაქვს ძალიან სამწუხარო რეალობა “რუსთავი 2″-ს აკონტროლებს ხელისუფლება”-

 “რაც შეეხება ადამიანებს, რომლებზეც საუბრობდნენ, რომ შესაძლოა ისინი დაბრუნდნენ “რუსთავი 2″-ში, მათთან მოლაპარაკებები რა თქმა უნდა არის. ამ ჟურნალისტებს ურეკავენ და სთავაზობენ ოქროს კოშკების აშენებას.

ზოგოერთ მათგანს, საინფორმაციოს ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დროს იყო საუბარი ხუთნიშნა ხელფასების დანიშვნაზე მათთვის. ჟურნალისტებისგან მათ მიიღეს პასუხი, რომ ისინი არ ვაჭრობენ საკუთარი თავისუფლებით.

რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, თუ ვინ შეიძლება იქ მიბრუნდეს, ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასბსოლუტური უმრავლესობა იგივე პოზიციაზეა, როგორზეც იყო”- თქვა მელაძემ.

მისი თქმით, “კურიერის” ჟურნალისტების უდიდესმა ნაწილმა გააკეთა განაცხადი, რომ ისინი პროსახელისუფლებო არხზე მუშაობას არ აპირებენ.

“რუსთავი 2” ყველა ვარიანტში პროსახელისუფლებო არხი იქნება. მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ეძებენ ჟურნალისტებს და სთავაზობენ – არ გინდა “რუსთავი 2″-ში მუშაობა?!პოლიტიკოსები, ხელისუფლების გავლენიანი პირები არჩევენ წამყვანებს და სთავაზობენ რაიმე ფორმით უკან შეიტყუონ. ეს არხი როგორ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს?!”- აღნიშნა მელაძემ.

Katana ახლა, ნოდარ მელაძე რომ ტყუილს არ იკადრებს, გასაგებია: როდის ყოფილა, რ2-ის რომელიმე ჟურნალისტს ან რომელიმე ნაცს ტყუილი წამოსცდენია, მაგრამ მაინც ჯობდა, დაესახელებინა კონკრეტული პიროვნებები - ვინ შესთავაზა ვის? წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია ცდუნება ვიღაცამ უპასუხოს: იმდენი მტყუანის დედა, რაც შენ სიმართლეს არ ამბობდეო!.. ან სულაც პირიქით - რუსთავორელები იხვეწებიან, ოღონდ დაგვაბრუნეთ და ნახევარ ხელფასზეც ყაბულსა ვართ, რადგან გვარამის ყველანი არ ვჭირდებით და მერე რომელ წყალში ჩავაჭყაპუნოთო? :)))
5 წლის უკან
სოციალისტი ალბათ არავინ სთავაზობს ამ ასტრონომიულ ხელფასებს, მაგრამ თუ ვინმეს მართლაც სთავაზობენ, რომ დაბრუნდნენ და კვლავ აამყრალონ საქართველოს ტელეეთერი, მოწამლონ ხალხის ფსიქიკა და ყოველ დღე ყოველივე ქართულის დეგრადაციისათვის იმუშაკონ, მაშინ ის შემთავაზებელი სარზეა ჩამოსაცმელი, ვინც გინდა იყოს!
5 წლის უკან