iPlus-ი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებას პასუხობს

iPlus-ი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებას პასუხობს

iPlus-ი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კომპანიის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „აიპლიუსი" ახორციელებს ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით, ვინაიდან მათზე ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

„ორი დღის წინ, ქალბატონის მიერ პეკინის ქუჩაზე ბავშვის დაჭრის ფაქტი ჩვენმა კამერებმა დააფიქსირა და სწორედ ჩვენი კანერების დახმარებით მოხდა დამნაშავის იდენტიფიცირება და დაკავება. დღეს შემოვიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და გვადანაშაულებს პერსონალური მონაცემების დარღვევაში. Apple-ის ოფიციალური პარტნიორი "აიპლიუსი" როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სრულად იცავს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მათ შორის ახორციელებს პერსონალური უფლებების დაცვას. „აიპლიუსის" სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით მოხერხდა მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის გამოვლენა.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე „აიპლიუსის" ფილიალზე განხორციელდა, როგორც შეიარაღებული თავდასხმა ასევე, არაერთი ძარცვის ფაქტი, უმრავლეს შემთხვევაში "აიპლიუსმა" მიიღო როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანი. "აიპლიუსი" ამ ფაქტების გამო იძულებული გახდა მიეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რადგან ჩვენს მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ და მატერიალურმა ზიანმა მიიღო პერმანენტული სახე.

„აიპლიუსი" ახორციელებს ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით, რომელშიც გვეხარჯება როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსები. ჩვენი სამეთვალყურეო კამერების დახმარებით მოხდა არაერთი დანაშაულის ფაქტის გახსნა, თუ სახელმწიფო უწყება გვთავაზობს ჩვენს დაცვას იმგვარად, რომ აღარ გახდება საჭირო დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება, ცხადია, ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ჩვენზე არაერთი თავდასხმა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ უსაფრთხოების სისტემების შემცირება მოგვაყენებს უფრო დიდ ზიანს. სრულად ვაცნობიერებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვას მაღალი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოების შესუსტების მცდელობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ძალადობის წახალისებას, რაც ასე მომრავლებულია ჩვენს წინააღმდეგ",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს. საქმე ეხება, 2019 წლის 27 აგვისტოს, 22:02 საათზე, iPlus-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარი ძალადობის ფაქტს ასახავს.

 

thrgg@yahoo.com ესეც ახალი ჭირი, ინსპექტორი არა კვახი, ვაი თქვენს პატრონს!!!
5 წლის უკან
Maverick ვფიქრობ, აქ რაღაც გოთვერნობას აქვს ადგილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლომჯარიას კანტორაა???
5 წლის უკან
ლაზი ბევრი რამე შეიძლება არ მოგწონდეს მაგრამ გაატარო. ეს უკვე მეტისმეტია. რა შუაშია აქ პერსონალური ინფორმაცია.
თავისი განთავსების ტარიტორიას, ანუ საჯარო სივრცეს აკონტროლებს ორგანიზაცია უკანონო შეღწევის თავიდან ასაცილებლად. თუ არაფერი მოხდება ეს ჩანაწერები შარშანდელი თოვლივით გაქრება ავტომატურად. ან თუნდაც 100 წელი შეინახონ, რა მნიშვნელობა აქვს?
გასაკვირია, ვის რა პერსონალური, კანონიერი, საიდუმლო უნდა ჰქონდეს ქუჩაში.
ვინმეს გასახდელში დაუყენეს კამერა თუ საძინებელში!?
5 წლის უკან
Katana . სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას იმიტომ სწავლობს, რომ აღშფოთდა შედეგით - ამ კამერების საშუალებით რომ მოხდა დამნაშავის იდენტიფიცირება?
იმ ქალის მოქმედების კანონიერება ალბათ უკვე შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სრული უფლება ჰქონდა, ქუჩაში შემხვედრი ნებისმიერი ბავშვისათვის დანა გამოესვა ყელზე, ხომ?
"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური" და ის ქალი ფსიქიატრიული კლინიკიდან ხომ არ იცნობენ ერთმანეთს?
5 წლის უკან