ეზოში ყავას რომ დალევთ, გახსოვდეთ, რომ... - „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტი „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს

ეზოში ყავას რომ დალევთ, გახსოვდეთ, რომ... - „იბერიას“ ყოფილი ჟურნალისტი „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს

ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“ მაუწყებლობას 9 სექტემბერს, ტელეკომპანია „იბერიას“ შენობიდან დაიწყებს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. ამას უარყოფითი შეფასება მოჰყვა „იბერიას“ ყოფილი თანამშრომლების მხრიდან.

ჟურნალისტი შოთა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში „იბერიას“ მფლობელების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნატო ჩხეიძეს და ზაზა ოქუაშვილს, „იბერიადან“ გაუფრთხილებლად გაშვებული 200-ზე მეტი თანამშრომლისთვის კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია. ჟურნალისტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„200-ზე მეტი თანამშრომლისთვის დღემდე გადაუხდელი კომპენსაცია.
გაუფრთხილებლად, იმ ადამიანების სახლებში გაყრა, ვინც თავისუფალი სიტყვის იდეისთვის გულწრფელად იბრძოდნენ ( რაც თურმე მეპატრონეს ეკიდა)
უმადურობა და ყველაფრის დავიწყება
ჟურნალისტების ვალუტად გამოყენება
თაღლითობა და ტყუილი
კიდევ რამდენი რამ ჩამოვთვალო - ეს ზაზა ოქუაშვილი და ნატო ჩხეიძეა.

ამ დროს მათი საუკეთესო პარტნიორებად და ქართული დემოკრატიის აკვნის დამრწევებად გამოცხადება უხერხულია (მინიმუმ).

ამის შემდეგ, მგონი, არასწორია სხვას მორალი უკითხო და რომელიმე ჟურნალისტის არჩევანი აკრიტიკო (ან დაამუნათო ყველა ვინც შენთან არაა).

პ.ს. ღმერთმანი, ბევრი ვინც ჩემი ყოფილი სამსახურის ეზოში დაგინახეთ, მეგობრები ხართ და წარმატებასაც გისურვებთ, მაგრამ ეზოში ყავას რომ დალევთ, გახსოვდეთ, ამ ქონების მეპატრონეებმა თქვენი კოლეგები ისე დატოვეს გარეთ უპატრონოდ, გაფრთხილებითაც კი არავინ გაუფრთხილებიათ.

პ.პ.ს. ხო, სამონტაჟოებში უჰაერობაა, მართლა.“ - წერს შოთა ფალავანდიშვილი.


Read more at https://primetime.ge/news/1567013770-%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98#eAkzcT6sUOzxDSka.99

amo ბინძური რუსთავი2 (ეხება ყველა გადასულს) ჩვეულად ბინძურ საქმეს აკეთებს. ბიძინა არ დაგავიწყეთ, ბიძინა, ვაი თქვე წარაკუებო!
5 წლის უკან
სოციალისტი "მთავარი არხი" ძალინ მაგარი დასახელებაა ოღონ არასრულია, უნდა იყოს "კანალიზაციის მთავარი კანაო"!
5 წლის უკან
სოციალისტი კანაო იმ არხის აღმნიშვნელი სლენგია გურიაში, რომელშიც დაბინძურებული, ამყრალებული წყალი მიედინება!
5 წლის უკან