"აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა ? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა?"

აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა ? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა? - წერს სოციალურ ქსელში,  "იბერია"-ს საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი თამარ ურუშაძე.

თითქმის ერთი წელი გადის, რაც იბერიის, ჩუბინაშვილის 41-ნომერის კარი დაგვიხურეს. მოგვიჯახუნეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ბოდიშის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოგვიხურეს ისე, რომ ამ დღის მერე, ათობით ჟურნალისტს დირექტორი რკინის გისოსებიანი ღობის მეორე მხრიდან გველაპარაკებოდა და შენობაშიც არ გვიშვებდნენ.

არხი დახურეს. ტელევიზია გააჩერეს. ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, პროდიუსერები, ტექნიკური თუ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები პირდაპირი გაგებით ქუჩაში გამოყარეს. მას შემდეგ გუნდის უდიდესი ნაწილი ისევ სამსახურს ეძებს. იყო სასამრთლოები, მოგებული გადაწყვეტილების გასაჩივრებები შემდგომ ინსტანციაში. წარმატებები ყველა კოლეგას, მაგრამ იყო და არა იყო რა? ნატო ჩხეიძე (Nato Chkheidze) იქნებ გაგვცეთ პასუხი, იმ ასობით ადამიანს, ვისაც ასე მოექეცით. აღარაფერს აღარ აქვს ფასი ?! აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა ? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა?

trampi ყოჩაღ გოგოვ .....
.
კი მაგრამ ამ დემოკრატიიის ჩუხჩუხის პირობებში ..... ეს ხალხი ვინ გამოყარა??
5 წლის უკან
Katana . ჩალითაც კი არ არის ეს ქვეყანა დახურული!..
5 წლის უკან
Katana . ე.ი. სასამართლოების გადაწყვეტილებებს არა აქვს მნიშვნელობა, ხომ?
5 წლის უკან