ლარის კურსი იქნება უკეთესი, ვიდრე ჩვენ ვპროგნოზირებდით

ლარის კურსი იქნება უკეთესი, ვიდრე ჩვენ ვპროგნოზირებდით

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით ისაუბრა.

გვენეტაძე აღნიშნავს, რომ რთულია ამ ეტაბზე პროგნოზების გაკეთება, თუმცა ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე ისინი პროგნოზირებდნენ.

„მცურავი კურსის ფარგლებში შეუძლებელია კურსზე პროგნოზების გაკეთება. ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა ვიდრე სხვა შემთხვეაში, რამაც მოახდინა გავლენა კურსზე. მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ის ანგარიში, რომელიც არის დღეს იქნება ბევრად უკეთესი ვიდერე ჩვენ ვპროგნოზირებდით. რაც შეეხება ზომებს, ჩვენ ლარის კურსისთვის განსაზღვრული ნიშნული არ გვაქვს. 4 სექტენბერს იქნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და ჩვენს მოსაზრებებს შეგატყობინებთ ყველას." - განაცხადა კობა გვენეტაძემ

შეგახსენებთ რომ, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9415 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2671 ლარია.

trampi უკეთესი ეს რამდენია??........ოთხიიიიი??
5 წლის უკან