ცდილობს თუ არა ჩემი მეუღლე პარტიაზე გავლენის მოპოვებას ?..

ცდილობს თუ არა ჩემი მეუღლე პარტიაზე გავლენის მოპოვებას ?..

კითხვას, ცდილობს თუ არა თამარ ჩერგოლეიშვილი „ევროპული საქართველო"-ზე ზეგავლენის მოხდენას, მისი მეუღლე, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პასუხობს.

„ცდილობს თუ არა ჩემი მეუღლე ჩემს პარტიაზე გავლენის მოპოვებას? ძირითადად ჩემზე ცდილობს ხოლმე, მაგრამ მე ჯერჯერობით ვიბრძვი და ვახერხებ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. ბუნებრივია, ეს ხუმრობით. თქვენ გაინტერესებთ, უთანხმოება არის თუ არა იმდენად სერიოზული, რომ პარტიის ერთიანობას უქმნიდეს საფრთხეს? არა, ნამდვილად არ არის ასეთი უთანხმოება", - ამის შესახებ ბოკერიამ „ნეტგაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ, გიგი უგულავამ თამარ ჩერგოლეიშვილი მისი ინტერვიუს დამახინჯებაში დაადანაშაულა და ეს ფაქტი პარტიაზე გავლენის მცდელობად შეაფასა. საპასუხოდ კი ჩერგოლეიშვილმა განაცხადა რომ უგულავას ხილვა ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში სამწუხარო იყო.

 

  

amo აბა ერთნაირი ნიშნის (რა თქმა უნდა უარყოფითი) მუხტები (ტიპები) ერთმანეთს არ იზიდავსო?
5 წლის უკან