ლადო ბოჟაძე:  ხაზარაძეს არ გამოუვა სამართლებრივი კითხვები პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფაროს

ლადო ბოჟაძე: ხაზარაძეს არ გამოუვა სამართლებრივი კითხვები პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფაროს

ხაზარაძეს არ გამოუვა სამართლებრივი კითხვები პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფაროს - წერს „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის ჩართულობა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში (ბრიტანეთიდან ისედაც ველოდებით ცნობილი წერილის ექსპერტიზის შედეგებს, რაც როგორც ჩანს მისი აბსურდულობის გამო აგვიანებს!), ეს ცალსახად საქმის ძალიან სერიოზულობაზე მიუთითებს. რადგან ამ თემით დაინტერესება გასცდა ქვეყნის ფარგლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ეს ხაზარაძე-ჯაფარიძეს უნდათ რომ წარმოაჩინონ. იმედია, ორი ქვეყნის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლობა კიდევ უფრო ღიას და გამჭვირვალეს გახდის პროცესს და საბოლოოდ ყველა გაიგებს ეს მხოლოდ წმინდა სამართლებრივი საკითხია, თუ ის რასაც ხაზარაძე-ჯაფარიძე (პოლიტიკური სპეკულაციები) საუბრობენ.

P.S. ხაზააძეს არ გამოუვა სამართლებრივი კითხვები პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფაროს.