გური სულთანიშვილი:  ხვდებით რამხელა აცდენაა დასავლურ ფასეულობებსა და ჩვენ ლიბერალებს შორის? – POSTV

გური სულთანიშვილი: ხვდებით რამხელა აცდენაა დასავლურ ფასეულობებსა და ჩვენ ლიბერალებს შორის? – POSTV

„დასავლეთში რაც უფრო ნულიდან მიაღწევ მიზანს მით უფრო ფასდები. რა ხდება ჩვენთან?" - POSTV-ს ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი დასავლურ ფასეულობებსა და აქაურ „ლიბერალებს" შორის სხვაობაზე საუბრობს.

„იმ დღეს ვფიქრობდი,  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ყველაზე მდიდარი ადამიანი, სოფელი ჭორვილადან, ბნელ 90 იანებში დაისახა მიზანი, იწვალა და მიაღწია შედეგს. სუფთა ამერიკული ისტორიაა, რომელსაც ასე აფეტიშებენ კინოებში და ესაა ზუსტად იქაური წარმატების ნიმუში. ჩვენთან რა ხდება, ზუსტად ის ხალხი ვისაც უყვარს ამერიკა და პროდასავლურად მოაქვს თავი, ე.წ. ლიბერალები, დასცინიან ბიძინას წარმომავლობის გამო, ხიხოს ეძახიან და აროგანტული ტონით საუბრობენ. ხვდებით რამხელა აცდენაა დასავლურ ფასეულობებსა და ჩვენ ლიბერალებს შორის? - ამბობს გური სულთანიშვილი.

იგი პარალელს ავლებს ამერიკულ კინოსთან და აღნიშნავს, რომ დასავლური, განსაკუთრებით ამერიკული კინო - პროპაგანდისტული, სამოტივაციო კინოა, მოსახლეობას უყალიბებს განწყობას და ირიბად ამერიკის პოლიტიკას უყვება. ეუბნება ხალხს როგორი ცხოვრებაა სწორი და როგორი არა.

„ჰოდა მთელი ამერიკული კინო გვიყვება ინდივიდუალური ძალისხმევის დაფასებაზე, ადამიანი მიყრუებული ადგილიდან როგორ აღწევს შედეგს, იბრძვის, დაუღალავად შრომობს და ყველაფრის ფასად აღწევს დასახულ მიზანს. ასეა როკი ბალბოაში, ასეა საკულტო ფილმ ფორესტ გამპშიც, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად მაინც აღწევს მიზანს მთავარი გმირი" - ამბობს ანალიტიკოსი

სოციალისტი "აროგანტული ტონით საუბრობენ" ... აროგანტული რა არის, რა სიტყვაა, რას ნიშნავს?! ამ ხნის კაცმა რომელსაც ცხოვრება სწავლაში და წიგნების კითხვაში გამიტარებია, პირველად გავიგე?! პუბლიცისტიკა მეცნიერება არაა, "პუბლიკისათვის, ანუ ხალხისათვის გასაგები მარტივი და რაც მთავარია ქართულ ენაზე უნდა იწერებოდეს. ისე სულისკვეთება კარგია!
2 კვირის უკან