შოთა გულბანი: თუ ასე განაგრძეს პოლიტიკურად დევნილები არა, მაგრამ ხალხისგან დევნილები ნამდვილად იქნებიან

შოთა გულბანი: თუ ასე განაგრძეს პოლიტიკურად დევნილები არა, მაგრამ ხალხისგან დევნილები ნამდვილად იქნებიან

თუ ასე განაგრძეს პოლიტიკურად დევნილები არა, მაგრამ ხალხისგან დევნილები ნამდვილად იქნებიან - წერს ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში.

მამუკა ხაზარაძის მხრიდან საკმაოდ არასწორი ტაქტიკაა პოლიტიკაში მოსვლა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით. პროკურატურა გვეუბნება, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის, არამედ პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს, ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ. ხოლო მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აცხადებენ, რომ თურმე ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მოითხოვა მათი ანგარიშების დაყადაღება ბრიტანეთში.

რომელი ინფორმაციაა უფრო სარწმუნო? ცხადია პროკურატურის, იმიტომ, რომ ერთი სახელმწიფო მეორეს ხომ ვერ მოატყუებს? ასეთი თემებით მანიპულირება ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალურ ურთიერთობაში არ ხდება, მითუმეტეს ქართულ მხარეს დანამდვილებით არ სურს დიპლომატიური ურთიერთობისთვის რაიმე ფორმით საფრთხის შექმნა დიდ ბრიტანეთთან ერთი კონკრეტული ბიზნეს ჯგუფის გამო.

რეალურად კი ამბავი ყოფილა იმგავრად, რომ თავად ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობის შესახებ, ანუ კომუნიკაცია რომელზეც ბიზნესმენები საუბრობენ, შედგა სწორედ ბრიტანელების მოთხოვნით. მეორეც კიდე, როგორ წარმოგვიდგენია, რომ ბრიტანელები იმდენად მიამიტები არიან, რომ ვერ განასხვავონ რეალურად არიან თუ არა ხაზარაძე - ჯაფარიძე პოლიტიკურად დევნილები? ცხადია ხვდებიან ყველაფერს კარგად.

ჩემთვის ცოტა არ იყოს გასაკვირია, დღეს, როცა ინფორმაცია პრაქტიკულად ყველა წყაროდან ჟონავს თანამედროვე ციფრულ სამყაროში, და თან როცა ოფიციალურ წერილობით ურთიერთობებზეა საუბარი, ვის შეიძლება მოსვლოდა თავში ამგვარად საზოგადეობის შეცდომაში შეყვანის იდეა? ცხადია მათივე პოლიტიკურ აქტივობას უსვამს ხაზს ასეთი ქმედებები და თუ ასე განაგრძეს პოლიტიკურად დევნილები არა, მაგრამ ხალხისგან დევნილები ნამდვილად იქნებიან.

trampi საქართველოში სუ რომ არც ერტი პარტია არ იყოს, ეგ მაინც ვერ გაგულავდება....უწინ ცა დედამიწას დაემხობა და მდინარე აღმა დაიწყებს დინებას, რაც მაგან საქართველოში გაიგულავოს...მაგას მარტო მედროვე, სარგებელს მომლოდინე ხალხი მიეტმასნება.....
აგერ თქვენ და აგერ კიდევ გერმანია.... ,,კრუგზე,, ამდენ სირბილში, ხალხმა ცოტა ჭკვა ისწავლა ...ბიძომ კიდევ მთლად ბოლომდე ,,გაგვანათლა,,
სხვა ბანკებიო....სახელმწიფოვო.....
სახელმწიფო ვინ იყო?? მიხო(მახმუდი მახმუდი)...ყველა ბანკი მიშასთან იყო გარიგებული ...ხალხისგან ამოდღლეზილ ფულს შუაზე იყოფდნენ...პროცენტებიც იმიტომ იყო ძალიან დიდი*(მაშ არადა მიშა მაგათ მუქთაზე აგულავებდა) ....
მიტომ იყო აღსრულებაზე ხალხს რომ წივილ--კივილით ყრიდნენ გარეთ.
აბა ბიჭო.... ისე მუქთაზე დაახმარებდა მიშა პოლიციის ატრიადებს (ნუ.... ვინც იყვნენ)... რაც მაგათ ცოდვები აქვთ ჩადენილი ....და პარტიაააა??? ხალხი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დატოვეს და ლუკმაპურის საძებნელად გადაიხვეწებოდნენ საქართველოდან აბა რას იზამდნენ, მშივრები ხომ არ დაიხოცებოდნენ?
თქვენი იყოს, თქვენი, ეგეც და მაგის პარტიაც ... ლომის წილია საქართველოს დაქცევაში მაგათი, ლომის წილი
.ეხლააა რომ სესხის პროცენტები ცოტა დაწიეს, თორემ ადრე თვითმკვლელობა იყო ბანკში შესვლა ...
ხელშეკრულება ნებაყოფლობითიაო.......გასაგებია რომ საქველმოქმედო ორგამიზაცია არააა, მაგრამ რაღამც მიჭირს იმიტომ უნდა მომიტყნას კეთილებიიი??
2017 წელს მარტო ორმა ბანკმა(ტბს და საქართველო) დღგს გადასახადი მილიარდ ლარამდე შეიტანაო......მოგება კიდევ ოფიციალურად 160--ა60 მილიონი ჰქონდათო..(ეგ მარტო რაც ჩვენ გვითხრეს)
პატიოსანი ბანკირი............ჰმმმმ ...... ბანკირი და პატიოსანიიიი??-----ჟულიკები!!!!!!!!!!!!!!!
--ადგილები დაიკავეთ ხაზარაძის პარტიაში ჩასაწერად, ადგილები....
ეგეც რესსპუბლიკელების ,,დონის,, იქნება...........მეფულეების გარდა, მაგათ მხოლოდ დაბოღმილი და სარგებელის მომლოდინე ეს ე.წ. პროდვინუტები მიეტმასნებიან მხოლოდ .......აი ეგ არის სუ მაგათი ბაგაჟი....
,,შარშანწინდელიც კი მახსოვსოსო,,,, ეგრეა.......
5 წლის უკან