„ვინ ვინ და დიდმა ბრიტანეთმა თუ არა, კრიმინალისა და პოლიტიკური დევნის გარჩევა, აბა, ვინ იცის?“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში
ბატონებმა მამაუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარაძემ დღეს მეტად საინტერესო ინფორმაცია შესთავაზეს საზოგადოებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ინფორმაციმ იმთავითვე გააჩინა სერიოზული კითხვები:
- ვინ ვინ და დიდ ბრიტანეთმა თუ არა კრიმინალისა და პოლიტიკური დევნის გარჩევა აბა ვინ იცის? მარტო ამ ქვეყნის მიერ შეფარებული პოლიტიკური დევნილების რაოდენობა რად ღირს...
- საყურადღებო და მრავლისმეტყველია, რომ როდესაც დიდი ბრიტანეთის შესაბამისი სპეცსამსახურები დაინტერესდებიან შენი საქმიანობით, მგონი მათი მრავალსაუკუნოვანი პროფესიული საქმიანობის კომპეტენცია, ეჭვს არ უნდა იწვევედეს და ბოლოს
- კარგი იქნება თუ ზემო აღნიშნული ბატონები მეგობრებითა და საძმოეებით არ შეეცდებიან საზოგადეოების შეშინებას (როგორც წესი პოლიტიკურ საქმიანობას ასე არ იწყებენ!), ან უბრალოდ დაასახელონ ეს მეგობრები....