ლევან ჯავახიშვილი, რომელიც კამპანია Spend your summer in Georgia ("გაატარე შენი ზაფხული საქართველოში") შეურთდა, სხვადასხვა რეგიონს ესტურმა და პოსტით მომავალ დამსვენებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
მოკლედ, მოგიყვებით რას ნიშნავს აგვისტოს თვეში დასვენება საქართველოში. მოგზაურობა დავიწყე რაჭა-კრიხი Glamping Georgia-ით, გავჩერდი სულ 2 დღე, ფასი 1 დღე 140 ლარი ორ ადამიანზე, პლუს საწვავი და კვება 300 ლარი. სანამ დავჯავშნე, მითითებული იყო, რომ საუზმე შედის (საუზმის გარდა ყველაფერი იყო, მაგას ჯობია არ დაწერონ, რომ საუზმე შედის),
ჯამში - 580 ლარი.
ნამდვილად დაისვენებ თუ არ ჩავთვლით, რომ გზაში ხუთი, ხუთნახევარი საათი გინდა და უკვე დაღლილი ხარ, 2 დღე ცოტაა მსგავსი სიტუაციისათვის.
გავაგრძელე - საირმე @Best Western Sairme Resor, გავჩერდი სულ 2 დღე, ფასი 1 დღე 300 ლარი 2 ადამიანზე, სამჯერადი კვება შედის,
ნომრის ფასში შედის ღია აუზიც, მაგრამ სამი სასტუმროს დამსვენებელი რანაირად უნდა დაეტიოს 10 კვადრატში, არ ვიცი, რანაირად? როგორ? იძულებული ხდები შეხვიდე დახურულ აუზში, რომელიც ფასიანია და იხდი დამატებით.
საწვავი - 160 ლარი
სპა/ბასეინი/საუნა - 40 ლარი
მასაჟი - 45 ლარი
ჯამში - 845 ლარი
გავაგრძელე - ურეკი, კოტეჯები ურეკში
გავჩერდით 5 დღე, ფასი 1 დღე 100$. იხდი 295 ლარს და ტელევიზორი ვერ ჩავრთე, აბაზანაში (დუში) გატეხილი იყო და ვერაფრით შევაცვლევინე, ყოველ დარეკვაზე მეუბნებოდნენ, ერთ საათში მოვა ტექნიკოსიო, ამასობაში გავიდა ის 5 დღეც, 7 ადამიანი ვიყავით, რადგან ბავშვები მყავდა, მომიწია „მინივენის“ ქირაობა, 5 დღეში 420 ლარი გადავიხადე, პლუს საწვავი - 280 ლარი. დღეში საშუალოდ 300-350 ლარი დაჯდა ორჯერადი კვება.
ციცინათელა (ატრაქციონები) -200 ლ.
ბათუმი (დელფინარიუმი) - 140 ლ
იახტით გასეირნება ზღვაში - 70 ლ
შეზლონგებში სულ დავხარჯე - 105 ლ
ველოები, ნაყინები და ათასი რამ, დაახლოებით, - 450-500 ლარი.
რა თქმა უნდა, ამ 5 დღის მანძილზე მზე მხოლოდ 1 საათით გამოვიდა და დანახვაც ვერ მოვასწარი.
ჯამში - 4940
გამოვიდა ჯამში 9 დღე და მთლიანმა ბიუჯეტმა შეადგინა 6365 ლარი.
უბრალოდ, უხერხულია, ყველა წვრილმანი ჩამოვთვალო და ჯამში 8000 ლარი დავხარჯე.
შედეგი - ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე, ვერ მივიღე რუჯი, ჩამოთვლილთაგან არც ერთ ადგილას არ ვარგა სერვისი, მომსახურეობა და რაიმე სხვაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ამ თანხით ევროპაში 2 -ჯერ წავიდოდი 10-10 დღით და ბევრად კმაყოფილი ვიქნებოდი.
ფასები არარეალურად დიდია არსებულ რეალობასთან, არ ვწუწუნებ, უბრალოდ ვამბობ იმას, რომ აღარასდროს გავაკეთებ იგივეს და აუცილებლად წავალ დასასვენებლად ევროპაში ან აზიაში.
უკეთესობისკენ ვერ შეცვლის 100 კაცი თუ 100 000-მა კაცმა არ მოინდომა. მეტი შეგნება და გათვალისწინება გვმართებს ერთმანეთის.
ივლისის ბოლოს ვიყავი Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection -ში
1 დღე 2 ადამიანზე 890 ლარი
გავჩერდი 2 დღე
სადილი/ვახშამი - 730 ლარი
საწვავი - 160 ლარი
ჯამში - 2670 ლარი
ეს ის ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ორმაგს გადაიხდი, სერვისი აქვთ ძალიან მაღალი დონის, შედიხარ თუ არა, ეს ეგრევე იგრძნობა, ადგილობრივი მომსახურე პერსონალი - აი, სიტყვები არ მყოფნის, კარგად დატრენინგებულები, ევროპაშიც კი იშვიათობაა მსგავსი სერვისი. გირჩევთ ყველას რომ ესტუმროთ. იმედია ვინმეს გამოგადგებათ ეს ინფორმაცია.