გაერთიანებული ოპოზიციის წევრი

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი "რ2"-ის დანგრევას გვარამიას აბრალებს - "მისმა ულტიმატუმმა „რუსთავი 2“ დაანგრია"

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე "რუსთავი 2"-ის დღევანდელ ვითარებაში ყოფნას, გარკვეულწილად, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას აბრალებს:

„რუსთავი 2"-ს დამართა ორივე მხარემ. ძალიან არ მესიამოვნა, რომ გვარამიამ ულტიმატუმის სახით წაუყენა იქ მყოფებს, რომ გინდა თუ არა წამოდით. შესაძლებელი იყო იქ რაღაცა ნაწილი დარჩენილიყო. ახალ ტელევიზიას ასე უცებ ვერ გაუშვებ, რაღაც პერიოდი გჭირდება, რომ აამუშავო. სიმართლის თქმას და ხარისხიანი პროდუქტის გაკეთებას ამ ხალხს ვერ აუკრძალავდნენ. მოეცადათ, ემუშავათ 2-3 თვე და თუ ამ არხსაც "იმედად" გადააქცევდნენ, შემდეგ წასულიყვნენ. ამ ულტიმატუმმა კი, უბრალოდ, დაანგრია „რუსთავი 2”, - ამბობს “ახალ თაობასთან” მამუკა გამყრელიძე.