სექტემბრის დასაწყისი ცხელი იქნება – ტემპერატურა 38 გრადუსს მიაღწევს

სექტემბრის დასაწყისი ცხელი იქნება – ტემპერატურა 38 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული  ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება.

ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.

“მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე”, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.