„ცეცხლი სრულიად უკონტროლოა და გიგანტური“ - ამაზონზე მეხანძრეებმა ცეცხლის ქრობა პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს

„ცეცხლი სრულიად უკონტროლოა და გიგანტური“ - ამაზონზე მეხანძრეებმა ცეცხლის ქრობა პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს

საერთაშორისო საზოგადოება Kuña Mbarete -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლივიელმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეწყვიტეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათ მეტი აღარ შეუძლიათ, სამუშაო მათ ძალებს აღემატება.

„ცეცხლი სრულიად უკონტროლოა და გიგანტური“, - აცხადებენ მეხანძრეები და მსოფლიო საზოგადოებას ინტერნაციონალურ დახმარებას სთხოვენ „დედამიწის ფილტვებში“ გაჩენილი მასშტაბური კერების ლიკვიდაციისთვის.