"რუსთავი2" -ზე დღის "კურიერების" წამყვანად გვანცა დარასელია განიხილება. აღნიშნულ ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს..
თუმცა დარასელია აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, მისი თქმით "კურიერის" წამყვანის პოზიციაზე, შეთავაზება არ მიუღია. რაც შეეხება ტელეკომპანიაში მის დარჩენას, დარასელიას თქმით, მან გუნდის წევრებთან კონსულტაციები უნდა გაიაროს .
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არხიდან ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ლაფერაშვილი გაუშვა, ეთერში "კურიერის" ბოლო გამოშვება გავიდა. ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამასთან რამდენიმე დღეში არხი "კურიერის" სრულმა შემადგენლობამ დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანიის მფლობელმა "რუსთავი2"-ში მუშაობაზე ჟურნალისტები ვერ დაითანხმა. "კურიერში" გადასვლაზე უარი თქვეს სხვა ტელეკომპანიების მათ შორის "იმედის" ჟურნალისტებმაც.