კრემლის მორიგი სპეცოპერაცია ევროპაში? - გერმანიაში პანკისელი ქისტო ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

კრემლის მორიგი სპეცოპერაცია ევროპაში? - გერმანიაში პანკისელი ქისტო ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ზელიმხან ხანგოშვილი ("დიშნა“), რომელიც 2012 წელს ლაფანყურის მოვლენებში შუამავლის როლს ასრულებდა, გერმანიაში მოკლეს. დუისში ადასტურებენ ამ ინფორმაციას. იგი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული, ტყვია თავს არეში აქვს მოხვედრილი.

2015 წელს თბილისში მასზე უკვე განხორციელდა თავდასხმა. იგი დედაქალაქის ცენტრში, ჟვანიას მოედნის მიმდებარე, მირზა გელოვანის ქუჩაზე მანქანაში ჩაჯდომისას ხელსა და ზურგში დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელი ჩეჩენს არ ჰგავდა. მკურნალობის შემდეგ მან საქართველო დატოვა.