“რაოდენ ყალბია თქვენი ცრემლები და რაოდენ რთულია ორტრაკიანობა…”

“რაოდენ ყალბია თქვენი ცრემლები და რაოდენ რთულია ორტრაკიანობა…”

ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში გახორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრობს:

“გარკვეულ სამთავრობო, საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ხელისუფლების საპრესსამსახურო წრეებში ადგილი აქვს ცრემლთა ღვარღვარს “რუსთავი 2”-ის გამო.

ოჰ, მეგობრებო, ნუთუ ვერ ხედავთ, რაოდენ ყალბია თქვენი ცრემლები და რაოდენ რთულია ორტრაკიანობა?!

სულ ვფიქრობდი, ამათ ებრძვიან და მაინც ჩუმად არიან, ნეტავი რა სჭირთ-მეთქი? თურმე კუდები კუდებზე არ ჰქონიათ გადანასკვული?!

ტაში, კუკური და ტაში კურკურიიიი!!!” – წერს გელა ზედელაშვილი