5 კგ კარტოფილზე გაყიდული ბრბო რის პასუხისმგებლობის ამღებია, ქვეყანა კი მიაქვს ხიხოს

5 კგ კარტოფილზე გაყიდული ბრბო რის პასუხისმგებლობის ამღებია, ქვეყანა კი მიაქვს ხიხოს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკური მოვლენების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ რაც დღეს საქართველოში ხდება, 3-5 წელიწადში ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანს, რომ უკან ვეღარ დავბრუნდებით.

“როდესაც 2016 წლის შემოდგომაზე ვამბობდი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნებოდა ქვეყნისათვის, ასე მპასუხობდა ჯოგი ზუსტად. ცხოვრების უფრო წინა პერიოდებს აღარ გავიხსენებ... ეს ხუთ კგ კარტოფილზე გაყიდული ბრბო რის პასუხისმგებლობის ამღებია?! იოტისოდენა პირადი დაინტერესებისთვის გააპრავებენ ნებისმიერ საძაგლობას, გაგლანძღავენ, ჩაგდებენ მიწაში უკიდეგანო სიბრიყვით და აგრესიით ტყუილ-უბრალოდ, იმიტომ, რომ ამ ნამცეცა, ვირთხული "მიზნების" ასრულებაში უშლი ხელს. ჰო, რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში არაფრის თავი არა აქვთ ამ ყველა ხელისუფლების მათხოვრებს. ამასობაში ქვეყანა მიაქვს ხიხოს და მის დამქაშებს. რაც დღეს საქართველოში ხდება, 3-5 წელიწადში ისეთ შედეგებს გამოიღებს, რომ უკან დაბრუნების შანსი აღარ გვექნება. მაგრამ მე სრულიად დარწმუნებული ვარ, არცერთი დღევანდელი გახარებულ აცუნდრუკებული, რომელიც ასევე იზარალებს ამ პერიოდისთვის, არ აღიარებს, რომ პირადად მის სინდისზეცაა ნაწილობრივ მაინც ეს შედეგი. არ აღიარებს იმიტომ რომ თავდაჯერებული ტუტუცი ხალხი ვართ ქართველები, ქარაფშუტა აკადემიკოსთა ერი“, - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.

სერმინე ...უკაცრავად და ტუტუცი თავად ბრძანდებით, ზვიადის შვილი ხართ, თავად ზვიადი კი არა, ასე ბოღმით რატომ ილანძღებით, კარტოფილის ხსენებაც სიმდაბლის ნიშანი უფროა...
4 წლის უკან
Maverick საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ეს რა უბედურებაა?! შვილობა რა არის ტიტულია, თუ თანამდებობა?!

ხიხოობა ისიც არის ხიხო მიხუილოს ნაბჟუტურევს რომ აიტაცებ, ადამიანს მამის შვილობა თანამდებობად და ტიტულად რომ გაუხდით ჭურნალისტებო, ხოლო ამაზე თავად ცოტნე არაფერს ამბობს და თუ იფერებს?...

შეიძლება შეხება არ მქონია და გამომრჩა,, მაგრამ მაინც ვიკითხავ, მაგ ტიტულისა და თანამდებობის გარდა სხვა რითი გამოიჩინე მამულიშვილობა?!
4 წლის უკან
dima რა გიკვირთ,ან დედამისი ,ან მისი ძმები ნორმალურები არიან? ეს აბაშელი გლეხუჭა ვის უწოდებს ხიხოს?!)))
4 წლის უკან
Neasimon მამამისის შვილია ნამდვილი.....ბოღმა, უტვინობა და ასე შემდეგ...
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com მართლა დაწყევლილია ალბათ ამათი ჯიში, როგორც უფროსმა კოწიამ ბრძანა ერთ დროს...
4 წლის უკან
სოციალისტი უიმედო შემთხვევაა! მართლა რამხელა ხიხოა, აზრზე მოდით?!
4 წლის უკან