,,ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოგადოებას მირჩევნია ზნეობრივი საზოგადოება” – ამის შესახებ გორისა და სამთავისიის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე ანდრიამ გორის დარბაზის დაფუძნებისას ბრძანა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება რაზე იქნება ორიენტირებული, ამას დიდი მნიშვნევლობა აქვს.
,,ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, მაგრამ არ ვსაუბრობთ ზნეობის უზენაესობაზე. კანონი საჭიროა იქ, სადაც ზნეობა არ მოქმდებს. კანონით ჩარჩო ედება უზნეობას, რომლითაც ადამიანმა თავისი სახე არ დაკარგოს და, ზოგადად, შეინარჩუნოს თავისი ადამიანობა. ” – ბრძანა მეუფე ანდრიამ.
მან ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრების კეთილშობილურ მიზნებზე ისაუბრა.
,,კეთილშობილება თუ ადამიანს არ გააჩნია, მაპატიეთ, რაც არ უნდა ლამაზად ჰქონდეს ჩამოყალიბებული მისი სამოქმედო გეგმა, მისი ზნეობა ამ გეგმის გზის ახვევას, ამ გეგმის დარღვევას ხელს არ შეუშლის; და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საერთო კეთილშობილებაზე, ჩვენი საზოგადოების კეთილშეობილებაზე, ყველამ უნდა ვიზრუნოთ, მე ვგულისხმობ ყველას, ჩვენ – სამღვდელოებასაც. მიმაჩნია, რომ ასე მივაღწევთ სიკეთეს, რომელსაც ვერ დავარღვევთ. რაც არ უნდა ჟამთა და ხელისუფლების ცვალებადობა იყოს, აი ეს სიკეთე დარჩება” – დაასკვნა მეუფე ანდრიამ.