სალათა გამომცხვარი ბადრიჯნისა და ქორფა პომიდვრისგან

სალათა გამომცხვარი ბადრიჯნისა და ქორფა პომიდვრისგან

ინგრედიენტები

ბადრიჯანი - 2-3 ცალი, დიდი ზომის

ვარდისფერი პომიდორი - 3 ცალი, საშუალო ზომის

წითელი ხახვი - 1 თავი

ნიორი - 1 თავი

პიტნა ან ქინძი - 3-4 ღერი (მხოლოდ ფოთლები)

ზეითუნის ზეთი

ლიმონის წვენი

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.. გაჭერით ნივრის თავი სიგანეზე შუაში. მოასხით ლიმონის წვენი გადანაჭრელზე და მოაყარეთ მარილი. გაახვიეთ ფოლგაში, თუმცა მჭიდროდ არა.

მთელ-მთელი ბადრიჯნები დაჩხვლიტეთ ჩანგლით ყველა მხრიდან ან დასერეთ დანით, რათა ღუმელში არ დასკდეს.

დაალაგეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე ბადრიჯნები ფოლგაში გახვეულ ნიორთან ერთად და მოათავსეთ ღუმელში 30 წუთით.

ბადრიჯანიც და ნიორიც უნდა დარბილდეს.

გამომცხვარი ბადრიჯანი გაჭერით სიგანეზე, გააცივეთ და ამოაცალეთ რბილობი. დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.

მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი.

ნიორი გაარჩიეთ კანისგან, ჩანგლით გაქენით და შეურიეთ ბადრიჯნის რბილობს.

პომიდორი დაჭერით თქვენთვის სასურველი ზომის ნაჭრებად, ხოლო ხახვი თხელ ნახევარწრეებად. დაჭრილი ხახვი ჩყარეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეითუნის ზეთი. და ხელით ოდნავ ასრისეთ.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ კიდევ მარილი და პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. მორთეთ ქინძის ან პიტნის ფოთლებით.