„ნაცები“ ჩამოყალიბდნენ ექსპერიმენტის გზით! მათში ჩაიდო ის რეფლექსიები, რაც ექსპერიმენტატორს სურდა“!

„ნაცები“ ჩამოყალიბდნენ ექსპერიმენტის გზით! მათში ჩაიდო ის რეფლექსიები, რაც ექსპერიმენტატორს სურდა“!

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნანა ლეჟავა „ნაცების“ და „ქოცების“ მოკლე დახასიათებას შემდეგნაირად აღწერს:

„ნაცები“ ქართულ სინამდვილეში არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ არა ბუნებრივი შერჩევის და გადარჩევის გზით, (ისე, როგორც ამას სახეობის განვითარების დიალექტიკა მოითხოვს) არამედ გარედან ზემოქმედების და ექსპერიმენტის გზით! მათში ჩაიდო ის რეფლექსიები და მოტივაციები, რაც ექსპერიმენტატორს სურდა! თავის დაღწევა ამ ხელოვნურად შექმნილი დაჯგუფებიდან შეუძლებელია, უფრო მეტიც, მათ უჩნდებათ გამრავლების და გარკვეული ტიპის ადამიანების მიზიდვის უნარი! ეს დამუხტული ერთობლიობაა, რომელიც ძალზე საშიში ხდება სამოქალაქო საზოგადოებისათვის! მათი მოვლინება ხელისუფლებაში არის დიდი ხიფათის მომასწავებელი ერისათვის! მათი ხელოვნური გზით ჩასახვა ერის წიაღში გლობალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა!

„ქოცები“ - მათ მიერ შექმნილი დამამცირებელი სახელი ანუ „კლიჩკაა“ იმ ადამიანებისთვის, ვინც შინაგანად უფრო მდგრადი აღმოჩნდა მათი იდეების გაზიარების მიმართ! ანუ, სინამდვილეში ე.წ. „ქოცები“ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ, ანტიდოტის როლს ასრულებენ ერის „განაცების“ პროცესში, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას აქვს გადარჩენის შანსი ანუ იმუნიტეტი“! - წერს ფეისბუკზე ნანა ლეჟავა.