ფორსაჟის გადაღებაზე მანქანა რუსთაველზე ერთ-ერთ ძვირადღირებულ მაღაზიაში შევარდება

ფორსაჟის გადაღებაზე მანქანა რუსთაველზე ერთ-ერთ ძვირადღირებულ მაღაზიაში შევარდება

26 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე „ფორსაჟი 9"-ს გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში, გადაღებისთვის განკუთვნილი მანქანა ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდება, მაღაზიის მეპატრონე კი სანაცვლოდ 4 მილიონიან კომპენსაციას მიიღებს.

commersant.ge-ს ინფორმაციით, სავარაუდო ობიექტები ერმენეჯილდო ზენია, ჰუგო ბოსი, გარდერობი და პოლ & შარკი იქნებია, რომელსაც საქართველოში ერთი ოფიციალური წარმომადგენელი - შპს ვიქტორია-98 ჰყავს.

„Fast and furious 9"-ს გადაღებები თბილისში 19 აგვისტოს დაიწყო და 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.