„რუსთავი 2“ წავიდა უკვე „რუსთავი 2“-იდან, დარჩა მხოლოდ ბრენდი, კედელები და ამორტიზებული ტექნიკა

„რუსთავი 2“ წავიდა უკვე „რუსთავი 2“-იდან, დარჩა მხოლოდ ბრენდი, კედელები და ამორტიზებული ტექნიკა"

„რუსთავი 2" რა პროდუქტსაც უშვებდა, უკვე დამთავრდა. ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ასაშენებელია სრულიად ახალი ტელევიზია. „რუსთავი 2" წავიდა უკვე „რუსთავი 2"-იდან, დარჩა მხოლოდ ბრენდი, კედელები და ამორტიზებული ტექნიკა. დანარჩენი ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ტელეკომპანიის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ საუბრისას.

„რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემდეგ, არხიდან დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანები წავიდნენ. არხზე ამ დრომდე არ გასულა საინფორმაციო გამოშვება. ვებგვერდზე არ იდება ნიუსები, თანაც გადაღებებზე არცერთი ჟურნალისტი არ გასულა.

ტელეკომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია „მთავარი არხი" დააფუძნა და როგორც თავად ამბობს, ორშაბათიდან ჟურნალისტებთან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.

გია ხუხაშვილის განცხადებით, გვარამიას ახალი არხი იგივე „რუსთავი 2" იქნება.

„ის პროდუქტი, რასაც „რუსთავი 2" აწარმოებდა, როგორც ჩანს, მოთხოვნადი იყო საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგივე პროდუქტი გაკეთდება.

„ვინც ჭამდა ხაჭაპურს, ისევ შეჭამს ხაჭაპურს. მითუმეტეს ტელევიზიის ბრენდირება ძნელი არ არის. სადღაც წასვლა და რაიმე ძალისხმევა არ გჭირდება. ეს არის პულტი, რომელსაც შენ გადართავ სხვა არხზე.

„საინფორმაციო ტექნოლოგია და ადამიანური რესურსი თუ იგივე იქნება იმ არხზე, ფაქტობრივად, იქ იქნება „რუსთავი 2," შეიძლება სხვა სახელით, მეტი არაფერი და მაყურებელიც იქით გადავა," - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ლაურა ღაჭავას ბიუჯეტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტის ზიანის მიყენებას ედავებიან, ყალბი აქტივების შექმნითა და გამოყენებით. როგორც ვიცით, ღაჭავა და გვარამია ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრეს „მთავარი არხის" ღაჭავას კუთვნილ შენობაში შესაძლო განთავსების შესახებ.

გია ხუხაშვილი ღაჭავას საქმეს პოლიტიკას არ უკავშირებს:

„პირველი შემთხვევა არ არის ლაურა ღაჭავას მიმართ პრეტენზიები და ახლა ამასთან დაკავშირებით პოლიტიკურ საკითხს არ დავინახავდი. მანამდეც შემჩნეული იყო წითელ ხაზთან ახლოს ბიზნეს აქტივობებში," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სოციალისტი დიდებულია! ფილმს ვუყურე, მოჭიდავე შულცზე და ჯონ დიუპონზე. არაუშავს ფილმი იყო. მაგრამ კურიერის შხამის ნთხევას ყველაფერი სჯობს!
4 წლის უკან