“დღეს რომ “კურიერი“ არ გადის ეთერში, ისეთივე კატასტროფაა, როგორც ის დილა იყო “ქრონიკა“ რომ ვერ გავიდა ეთერში“

“დღეს რომ “კურიერი“ არ გადის ეთერში, ისეთივე კატასტროფაა, როგორც ის დილა იყო “ქრონიკა“ რომ ვერ გავიდა ეთერში“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „რუსთავი 2“ - ზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ის, რასაც „რუსთავი 2“ - ზე ვუყურებთ, არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მაღალი სიჩქარით მიმავალი სახელისუფლებო მანქანის. ძალიან სამწუხარო და ცუდი პროცესია ეს, კიდევ უფრო ცუდი ამბების მაჩვენებელი. იმის მიუხედავად ვის რა ემოციები, განცდები და მოლოდინები გვქონდა „რუსთავი 2“ - დან, ვის როგორ ტელევიზიად მიგვაჩნდა ის, რომ დღეს „კურიერი“ არ გადის ეთერში ზუსტად ისეთივე კატასტროფაა როგორც ის დილა იყო იმედის ქრონიკა რომ ვერ გავიდა ეთერში. კიდევ ერთხელ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოგვწონდა ვის არა, ვინ უყურებდა და ვინ არა.

იმათთვის ვისაც არ გახსოვთ მე ის ადამიანი ვარ წლების მანძილზე უბრალოდ დაბლოკილი რომ იყო იმ ეთერში გამოჩენისგან, მაგრამ სრულიად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას.

ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი ჩემი სრული სოლიდარობა თქვენ“, - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟოჟოლიანი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა თავად დატოვა. მათ შორის "რუსთავი2"-იდან წავიდნენ საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიშა სესეიაშვილი.

სოციალისტი ქალბატონო თინა აბა ეს რა კატასტროფაა, სირცხვილი მთლად დაკარგეთ?! კატასტროფა როგორ შეიძლება ამ უმნიშვნელო საბოტაჟის აქტს ვუწოდოთ?! ვფიქრობ ბევრი, უმრავლესობა დამეთანხმება, კატასტროფა თუ იყო რამე, ის იყო თქვენ რომ დაგნიშნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრად! )))
5 წლის უკან
Maverick araaaaaaaaaaaaaaaaa, ეს ქალბატონი კი არა რაღაც უცნაური მოვლენაა, გადახრები აქვს, ხან ოცნებისტია, ხან ცრუსთავისტი, ხან ღენერალია,ყვარყვარესავუთ ჯარი ახვევია თავს, ხან რესპუბლიკელია, ხანაც "მძიმე" წონიანი ლიბერასტი, ხან ცოცხზე გადამჯდარი დაფრინავს დაუკრეფავების თავზე, ერთი სიტყვით ყველ-აფერისტია, არ ჯერა, რომ ყავლი გაუვიდა, მისი არავის ჯერა და ვერავის ვერ შეასაღებს თავს!...
5 წლის უკან