ნათელაშვილი გვარამიას მოუწოდებს, ახალ ტელევიზიას “სოხუმი- მთავარი არხი“ დაარქვას

ნათელაშვილი გვარამიას მოუწოდებს, ახალ ტელევიზიას “სოხუმი- მთავარი არხი“ დაარქვას

“ლეიბორისტული პარტიის“ლიდერი შალა ნათელაშვილი ნიკა გვარამიას მოუწოდებს მის მიერ დაფუძნებულ ტელევიზიას „სოხუმი“ დაარქვას. ამის შესახებ ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ნიკა, იქნებ ამ მაგარ ტელევიზიას დაერქვას „სოხუმი- მთავარი არხი“. თანაც პუტინს გაუხარდებოდა მაგრად. დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ ამ სახელის დარქმევა საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი არხისათვის იდეოლოგიურად გადაანგრევს მაგ ოკუპაცია-ოკუპანტებს, ისევე როგორც სოხუმის კონსტიტუციური გამოცხადება საქართველოს დედაქალად თავდაყირა დააყენებს კრემლის ორსაუკუნოვან პიარს“, - დაწერა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი-2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ ახალი ტელეკომპანია დააფუძნა და არხის სახელად „მთავარი არხის“ დარქმევას აპირებს.

სოციალისტი ორი დედაქალაქი არ შეიძლება?! - საზაფხულო ცხინვალი, საზამთრო სოხუმი? ან პირიქით? ? ხოლო ტელევიზიას უნდა ეწოდოს "ცხინვალი - მთავარი არხი - სოხუმი"! ან პირიქით! )))
4 წლის უკან