„რუსთავი 2-ს ფინანსურად ვეხმარებოდი და...“

„რუსთავი 2-ს ფინანსურად ვეხმარებოდი და...“

სანამ ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მივა  აცხადებს, რომ მის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას პოლიტიკური სარჩული აქვს.

ცნობილია, რომ ღაჭავას წინააღმდეგ ყალბი აქტივების შექმნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ბიზნესმენი მტკიცებით, ფინანსთა მინისტრობისას პირადად მამუკა ბახტაძემ გადასცა მას წერილი იმ აქტივებზე, რომელიც ახლა ღაჭავას დევნის საფუძვლადაა წარმოდგენილი.

მან სამართლებრივი დევნის დაწყება მედიის საშუალებით დაიწყო.

„არაფერი არ ვიცოდი, მედიით გავიგე, რომ ჩემს წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაუწყიათ. აქტივებზე, რომლებიც ახლა ჩემი დევნის საფუძვლადაა წარმოდგენილი, ახლანდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობისას გამომიგზავნა ოფიციალური პასუხი, სადაც წერია, რომ აქტივები ხანდაზმულია და შესაძლებელია გამოყენება. ამის გარდა, შემოსავლების სამსახურის ფინანსისტის დასკვნაც ხელთ მაქვს, სადაც განმარტებულია, რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს. ახლა, რატომ და როგორ გახდა ყველაფერი არასწორი, არ ვიცი... მე ამ ყველაფერს პოლიტიკურ დევნას და ასევე, რუსთავი 2-ს ვუკავშირებ. როცა რუსთავი 2-ის ანგარიშები დააყადაღეს კომპანიას ფინანსურდ ვეხმარებოდი. მე აუცილებლად ვუპასუხებ ყველა კითხვას ამ აქტივების შესახებ, მაქვს დოკუმენტები და ვნახოთ..." - ამბობს ლაურა ღაჭავა.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით, სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ 1 პირის - ლაურა ღაჭავას მიმართ.

ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს, 14:00 სთ-ზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.