პაატა სალია კაბინეტშია ჩაკეტილი

პაატა სალია კაბინეტშია ჩაკეტილი

„ქრონიკა +“- ის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი პაატა სალია კაბინეტშია ჩაკეტილი.

„პატა სალიამ 3 სთ-ზე საგანგებო ბრიფინგი დანიშნა და ხუთი წუთით ადრე გააუქმა! მას მერე კაბინეტშია ჩაკეტილი.

ამ დრომდე, ნიუსის წაყვანაზე არავინ არ თანხმდება!

ხელისუფლებიდან ნეტა ვინმე ამ შედეგზე ფიქრობდა?!“ , - წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამსაათიანი „კურიერი“ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას მიმართვით უნდა გასულიყო პირდაპირ ეთერში, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, მან ეთერში შესვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და საკუთარ კაბინეტში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, გუშინ ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟოჟოლიანი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანია რამდენიმე თანამშრომელმა თავად დატოვა. მათ შორის "რუსთავი2"-იდან წავიდნენ საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიშა სესეიაშვილი.

 

 

სოციალისტი ბატონო პაატა, ნუ ჩქარობ, ნუ ღელავ! ელისო კილაძის და თინა ხიდაშელის ჭკუაზე არ არის საქართველოში ყველა და ყველაფერი. გავძლებთ როგორმე "ნიუსის" გარეშე. პაუზა კარგია. გაიწმინდება ცოტა ატმოსფერო იმ სიმყრალიდან რაც მაგ კურიერიდან და სხვა "ნიუსებიდან" მოდიოდა! დაშალეთ ეს სექტა და მოვა ახალი ხალხი, სულიერად ჯანსაღები, სხეულითაც მთელები- ტრადიციული ორიენტაციის მქონენი. ყველაფერი რიგზეა! ეს აუტში მოხვედრილები გოთვერნები ჟღარუნებენ ახლა უშნოდ! ეს არის სულ!
4 წლის უკან
არაგველი641 ბატონო პაატა, კარგად გააღეთ ფანჯრები, განიავდება შენობა იმ აყროლებული სუნისგან რაც მანდ იდგა! არ ინევიულოთ!
4 წლის უკან