“რუსთავი 2“ მიხეილ სააკაშვილმა დააქცია

“რუსთავი 2“ მიხეილ სააკაშვილმა დააქცია

 

“რუსთავი 2“ დააქცია მიხეილ სააკაშვილმა, დაწყებული 2004 წლიდან, როდესაც გადაწყვიტა მისი პარტიის პროპაგანდის პერსონალურ ინსტრუმენტად გადაქცევა, ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა “რუსთავი 2“-ის დაქცევის, რომელიც 2004 წლიდან დაიწყო - ამის შესახებ “2020NEWS”-ს “შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

“რუსთავი 2“ როგორც ინსტიტუცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე საქართველოში მიმდინარე პროცესების უკვე 25 წელია. მისი ასე გაჯიჯგვნა პოლიტიკურ ბრძოლებში და პერსონალურ დაპირისპირებებში ამ მდგომარეობამდე მიყვანა, პირველ რიგში სამწუხარო საყურებელია.

“რუსთავი 2“ დააქცია მიხეილ სააკაშვილმა, დაწყებული 2004 წლიდან, როდესაც გადაწყვიტა მისი პარტიის პროპაგანდის პერსონალურ ინსტრუმენტად გადაქცევა, ბოლო წლებში ამას დაემატა “ნაციონალურ მოძრაობასა“ და “ქართულ ოცნებას“ შორის სამოქალაქო ომი, რომელიც გაჩაღდა საქართველოში. ამ ომში სააკაშვილი “რუსთავი 2“-ს უყურებდა, როგორც ინსტრუმენტს მის ხელში, მეორე მხარე კი მას უყურებდა, როგორც მოწინააღმდეგის ხელში ინსტრუმენტს, რომელიც გასანეიტრალებელი იყო. სამწუხაროდ ამას შეეწირა ჟურნალისტების პროფესიონალიზმიც და არხიც, რომელსაც ქართული საზოგადოების წინაშე დიდი დამსახურება აქვს, მაგრამ სანამ ამ დოზით იქცეოდა პროპაგანდისტულ პოლიტიკურ იარაღად. მახსოვს “რუსთავი 2“-ის დაბადების პირველი დღეები და მისი წამყვან ტელეარხად ქცევა, მაგრამ დღევანდელი დღე ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები უკვე ლოგიკური გაგრძელებაა “რუსთავი 2“-ის დაქცევის, რომელიც 2004 წლიდან დაიწყო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, ქიბარ ხალვაშს ტელევიზიის მიმართ არასოდეს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა და თუ იქამდე მივა საქმე, რომ “რუსთავი 2“ გაკოტრების რეჟიმში გადავა და ვერც მევალეები წაიღებენ რამეს და არც მედია იქნება, თავად ხალვაში ამითი უკმაყოფილო არ დარჩება.

“ჩემი ღრმა რწმენით ქიბარ ხალვაშს არასოდეს არ ჰქონდა არანაირი ინტერესი “რუსთავი 2“-ის მიმართ, არც მაშინ როცა მას ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა შეაჩეჩეს ხელში ეს ტელევიზია, არც მაშინ როცა სააკაშვილმა წაართვა ეს ტელევიზია და არც მაშინ როდესაც “რუსთავი 2“- ზე “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სამართლებრივი დავა დაიწყო. ქიბარ ხალვაშს მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ბევრი ბიზნეს ობიექტი წაართვა და ჩემი რწმენით მას სურდა, იმ ბიზნესის დაბრუნება და აღორძინება, რომელიც მანამდე ჰქონდა, იმიტომ რომ ხალვაშს 15 წლის განმავლობაში მედია არ უმართია არც ერთი წუთით და არც ახლა მგონია, რომ დიდად ეხალისებოდეს ან სურდეს ტელეკომპანიის მართვა. თუ იქამდე მივა საქმე, რომ კომპანია გაკოტრების რეჟიმში გადავა და ვერ მევალეები წაიღებენ რამეს და არც მედია იქნება, მე არა მგონია, რომ თავად ქიბარ ხალვაში ამითი ძალიან უკმაყოფილო დარჩეს, ამიტომაც მე მოვლენების განვითარებას მედია “რუსთავი 2“-ის თვალსაზრისით ოპტიმისტურად არ ვუყურებ“, - განაცხადა “შენების მოძრაობის“ ლიდერმა.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს“რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით ტელეკომპანიიდან გაუშვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე , ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნიაც. ამის შემდგომ არხის რამდენიმე ჟურნალისტმა და “კურიერის“ წამყვანებმა: დიანა ჯოჯუამ, პაატა იაკობაშვილმა, მიშა სესიაშვილმა დატოვა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც არხი დატოვეს “კურიერის“ წამყვანებმა დღეს საინფორმაციო გამოშვება ეთერში არ გასულა.

 

სოციალისტი ყოჩაღ ბატონო დავით! თქვენგან გამიკვირდა?! )))
4 წლის უკან