"რუსთავი2" -ს პაატა იაკობაშვილიც ტოვებს - "ვერ ვიმუშავებ, სადაც მთხოვენ, რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილი ტოვებს. იგი ამბობს, რომ ვერ იმუშავებს არხზე, სადაც მას სთხოვენ, რომ რუსეთს ოკუპანტი არ უწოდოს.

“აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების აზრს და დამოკიდებულებას. რუსთავი 2-ის და კურიერის სიძლიერე მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ეს იყო თანამოაზრეების გუნდი.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას და მმართველ პარტიას უბრალოდ სურთ, ხავერდოვანი ცვლილებების სახე მისცენ ამას ყველაფერს, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე ვთქვა, რომ ეს რა სასწაული ყოფილა,” – განაცხადა პაატა იაკობაშვილმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა “მთავარში” .