პატიმრობიდან სამხედრო პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკიც გათავისუფლდა. რეზო კლდიაშვილმა საპატიმრო ორი დღის წინ დატოვა. კლიდიაშვილი დაკავების მიზეზად 7 ნოემბრის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ასახელებს. მისი თქმით, აიძულებდნენ ეღიარებინა ბადრი პატარკაციშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შეიარაღებული ამბოხის მოწყობის მცდელობა. გათავისუფლებული პოლკოვნილი საპატიმროებში არსებულ გაუსაძლის პირობებზეც საუბრობს. რეზო კლდიაშვილი 2007 წელს იარაღის უკანონოდ შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო 5 წლის შემდეგ დატოვა. კლდიაშვილი შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის უფროსისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა.