ბევრი ჭორაობით და შეთქმულების თეორიების განხილვით რომ არ დაიღალოთ თავი, მე თვითონ დავწერ

ბევრი ჭორაობით და შეთქმულების თეორიების განხილვით რომ არ დაიღალოთ თავი, მე თვითონ დავწერ

კურიერის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ბევრი ჭორაობით და შეთქმულების თეორიების განხილვით რომ არ დაიღალოთ თავი, მე თვითონ დავწერ:

  1. ჩემი კანდიდატურა საინფორმაციო სამსახურის უფროსად არც განხილულა, არც განიხილება და რომც განიხლონ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები ( ეს რომ ყოფილიყო ჩემი სურვილი, ადრეც მოვახრხებდი როგორმე.
  2. პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიუჟეტზე, რომელიც არასოდეს არავის “დავლებით” არ გამიკეთებია და მოგწონდათ თუ არა, დიახ, ზუსტად იმას ვაკეთებდი ყოველთვის, როგორც მეგონა, რომ იყო სწორი და სამართლიანი და ასე ვაპირებ მომავალშიც, იმის მიუხედავად ვიქნები თუ არა ამ არხზე
  3. ნოდარ მელაძე ჩემი მეგობარია და მე მეგობრებს სტატუსის და პოზიციების მიხედვით არ ვირჩევ. არც მეგობრების ზურგს უკან “ჩალიჩი” და ტყულები არ ყოფილა ჩემს ბიოგრაფიაში არც ერთხელ და არც ამის შემდეგ იქნება

და ბოლოს რუსთავი2-ის გუნდი, არის საუკეთესო, პროფესიონალების და თავისუფალი ადამიანების ერთობა, რომელიც ყოველთვის იღებს სწორ გადაწყვეტილებას და განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში ვართ ყველა ერთად”- წერს ბაღაშვილი.

ამ ეტაპზე უცნობია, დატოვებს თუ არა ის ტელევიზიას კოლეგების მსგავსად. შეგახსენებთ მას შემდეგ, რაც არხი დაატოვებინეს ნანუკა ჟორჟოლიანს, ნოდარ მელაძეს, გიორგი ლაფერაშვილს, ეკა კვესიტაძესა და გიორგი გაბუნიას, ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს  კურიერის სხვა წამყვანებმაც: დიანა ჯოჯუამ, პაატა იაკობაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა.

 

thrgg@yahoo.com შენ რომ გეგონა, არა ყოფილა ასე გოგონი...
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com ისე, ხანგრძლივ სიცოცხლეს გისურვებ, იქნებ ბოლოს მაინც მიხვდე რას და ვის ემსახურებოდი...
4 წლის უკან
სოციალისტი ქალბატონო, სამშობლოს უნდა ემსახურო, საქართველოს და არა "რუსთავი 2"-ს ყველაზე ანტიქართულ მოვლენას დღიდან დაარსებისა!
4 წლის უკან